Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩემპიონტა ლიგის ფინალი ლისაბონში გაიმართება

გერმანული გამოცემა BILD-ის მტკიცებით,ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი,ნახევარფინალი და ფინალი ლისაბონში გაიმართება.

BILD-ის ცნობით,ფინალის მასპინძლობის კანდიდატები ფრანკფურტი და მოსკოვიც იყვნენ,თუმცა უეფამ ლისაბონს დაუჭირა მხარი.ოფიციალურად გადაწყვეტილებას უეფა 17 ივნისს მიიღებს.

შეგახსენებთ,რომ ფინალი თურქეთში,სტამბოლში უნდა გამართულიყო,თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უეფამ ლოკაციის შეცვლა გადაწყვიტა,თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალური არ არის და სიტუაციის დასტაბილურების შემთხვევაში,ფინალი შესაძლოა თურქეთში დაბრუნდეს.