ჩენგიზი ნაპოლიში გადასვლას დასთანხმდა

რომას ტურქმა გარემარბმა ნაპოლიში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა,თუმცა დედაქალაქელებს მის სანაცვლოდ ტრანსფერში სხვა ფეხბურთელის ჩართვა არ სურთ და 30 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ.

La Repubblica-ს მტკიცებით,ნაპოლი 25 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს,თუმცა ჯენარო გატუზოს თურქი ფეხბურთელი ირვინგ ლოზანოს შემცვლელად მიაჩნია და დიდი ალბათობით,რომას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

პარტენოპეიმ ტრანსფერში მალკუიტის ჩართვა სცადა,თუმცა მგლებისგან უარი მიიღო.

Leave a Reply

Your email address will not be published.