Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩეფერინი:“ სამართლიანობა ნელია, მაგრამ…“

როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, UEFA-მ სუპერ ლიგის გუნდების იუვენტუსის, რეალის და ბარსელონას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ოფიციალურად შეაჩერა (დეტალები იხილეთ აქ).

ამ თემაზე კომენტარი თავად უეფას პრეზიდენტმა ჩეფერინიმ გააკეთ.

„ზოგჯერ სამართლიანობა ნელია, მაგრამ ადრე თუ გვიან ის აუცილებლად მოვა და საკმაოდ მკაცრი სახეც ექნება.

„მე დისციპლინარული კომისიის საქმეში არ ვერევი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება დროებითია, პირველ რიგში ჩვენ საქმის ლეგალურ მხარეს უდნა მივხედოთ.

„ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს სამი გუნდი ბავშვებივით არიან, რომლებმაც სკოლა დიდი ხანი გააცდინეს. ისინი დაბადების დღის წვეულებაზე დაპატიჟებული არ არიან და მასზე მოხვედრას პოლიციის დახმარებით ცდილობენ.“

პლატინიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გუნდებს ახალი ჩემპიონატის შექმნის უფლება აქვთ.

„მე ფეხბურთში უკვე აღარაფერი მიკვირს, მისი კომენტარი კი პასუხს არც კი იმსახურებს.“