Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩეფერინი სუპერ ლიგის წინააღმდეგია

UEFA-ს პრეზიდნეტის, ალექსანდრ ჩეფერინი ევროპის სუპერ ლიგის შექმნის კატეგორიული წინააღმდეგია.

„უეფას და სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და ჩვენ ჩვენს აზრებს ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს.

„ეგრედწოდებული სუპერ ლიგის შექმნა რამდენიმე გუნდის და იტალიური პრესის მოგონილია და მეტი არაფერი.

„ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი პროექტი იქნებოდა. ორი თუ სამი გუნდი ამ თემაზე მართლაც მსჯელობს, მათ ჰგონიათ, რომ სხვებზე მეტი დაიმსახურეს. გუნდები, რომლებიც გამარჯვებას ვერ აღწევენ და ფიქრობენ, რომ სუპერ ლიგაზე ამის მეტი შანსი ექნებათ.

„ეს სერიოზული საკითხი არ არის. ასეთი რამ ფეხბურთის იდეას მოკლავდა. მე სუპერ ლიგის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუმცა ეს იტალიური პრესის გამოგონილი ჭორებია და მეტი არაფერი.“

გათიშვა