Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩეფერინი:“ Financial Fair Play საკმარისი აღარ არის“

უეფას პრეზიდენტის აზრით, ფინანსური ფეარ პლეის წესი ფეხბურთში ბალანსის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარ არის და ამ პრობლემის მოსაგვარებლად UEFA-ს ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა მოუწევს.

„უეფა შემოსავლების 90 პროცენტზე მეტს გუნდებს უბრუნებს, რაც ფეხბურთის განვითარებას ძალიან ეხმარება.

„უნდა გვესმოდეს, რომ უეფას მიერ დაფინანსებული 55 ქვეყნიდან ამ ფულის გარეშე 50 გაკოტრდება და იმ ქვეყნებში ბავშვები ფეხბურთს ვეღარ ითამაშებენ.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ინვესტიციების ჩადებას ხელს ვერ შევუშლით, თუმცა ბალანსი და ფეარ პლეი არ უნდა დავივიწყოთ.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ FFP(ფინანსური ფეარ პლეი) საკმარისი აღარ არის და ამ პრობლემაზე უნდა ვიმუშაოთ. თუ შენ ზედმეტად ბევრს ხარჯავ, გარკვეულ დათმობაზე წასვლა სხვა გუნდების მიმართებაშიც მოგიწევს.

„ბალანსის გარეშე შეჯიბრი აზრს კარგავს და მისი ყურება საინტერესო აღარ არის, ჩვენ კი ამის დაშვება არ გვინდა.“

ეს კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გააკეთა და ცხადია, რომ ერთ-ერთი მთავარი ადრესატი პსჟ იყო, რომელმაც ბოლო წლებში ტრანსფერებში 1.2 მილიარდი ევრო დახარჯა.

Leave a Reply

Your email address will not be published.