Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩეჩარინი:“ ერიქსენი პსჟ-ში, დე პაული ინტერში…“

იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო ჩეჩარინის თქმით, ინტერი ერიქსენის გაყიდვაზე მუშაობს და მის სანაცვლოდ უდინეზეს როდრიგო დე პაულის გაფორმება სურს.

„ერიქსენის ინტერიდან წასვლა გადაწყვეტილია. აქამდე დანიელი ფეხბურთელის ინგლისში დაბრუნება თითქმის გარდაუვალი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც პოჩეტინოს პსჟ-ში მისვლის შესახებ ხმები გაჩნდა, ერიქსენს ფრანგული გუნდის სახით ახალი ვარიანტი გამოუჩნდა.

„არ არის გამორიცხული, რომ პსჟ-მ და ინტერმა ერიქსენი – პარედესის ბარტერი განახორციელონ, თუმცა ნერაძურის კრისტიანის სანაცვლოდ ფულის მიღება და როდრიგო დე პაულის გაფორმება ურჩევნია, რომელთანაც მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.“