Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩეჩარინი:“ ლოკატელის იუვენტუსში ტრანსფერი დროის საკითხია“

იტალიური გამოცემა Tuttomercato-ს დირექტორმა ნიკოლო ჩეჩარინიმ მანუელ ლოკატელის სიტუაციაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ლოკატელის იუვენტუსში ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და გუნდები ტრანსფერის ფორმულას განიხილავენ.

„სასუოლომ პრემიერ ლიგის გუნდებისგან ძალიან კარგი წინადადებები მიიღო, მაგრამ ლოკატელის კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს და ნეროვერდი მის სურვილს პატივს სცემს. შესაძლოა ტურინელებმა მანუელი 2-წლიანი იჯარით დაიმატონ, შემდგომში 40 მილინად გამოსყიდვის ვალდებულებით, მაგრამ ადრე თუ გვიან ლოკატელი იუვეს ფეხბურთელი გახდება.“