Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩეჩარინი:“ ონანა ზაფხულში ინტერის ფეხბურთელი იქნება“

ინტერს უკვე რამენიმე თვეა აიაქსის კარის დარაჯს ანდრე ონანას უკავშირებენ, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და ნერაძურის, რომელიც ჰანდანოვიჩის შემცვლელის ძიებაშია, მისი გაფორმება უფასოდ შეეძლება.

ამ საკითხზე კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო ჩეჩარინიმ გააკეთა.

„ნერაძური ონანას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობს. ინტერს 25 წლის ფეხბურთელთან პრე-კონტრაქტის გაფორმება ზამთარშივე სურს, რომ ზაფხულში კონკურენცია თავიდან აიცილოს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ონანა ზაფხულში ინტერის ფეხბურთელი გახდება.“