Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩინური გუნდი კუადრადოს ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს

ხუან კუადრადო ანდრეა პირლოს გუნდში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა და იუვენტუსს კოლუმბიელ ფეხბურთელთან, რომელსაც კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება, ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს.

თუმცა, Calciomercato-ს ინფორმაციით, ჩინურ გუანგჟოუ ევერგრანდეს ფეხბურთელის გადაბირება სურს და მზად არის მას 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, სეზონში კი ანაზღაურების სახით 12 მილიონი ევრო გადაუხადოს, თანხა, რასაც ტურინელები 32 წლის ვეტერანს ნამდვილად არ გადაუხდიან.

გამოცემის ინფორმაციით, კოლუმბიელი იუვენტუსის შეთავაზებას ელოდება და სეზონის ბოლოს გადაწყვეტს, ღირს თუ არა ჩინეთში სათამაშოდ წასვლა.