Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ჩირო იმობილე ლაციოში კარიერის ბოლომდე…

SportItalia-ს ჟურნალისტის, ალფრედო პედულას მტკიცებით, ჩირო იმობილე ლაციოსთან სულ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ლაციოში 2026 წლამდე დარჩება.

წყაროს ინფორმაციით, ჩირო ლაციოსთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს თანამშრომლობის სურვილი კიდევ ექნებათ, კონტრაქტის 1 წლით გაგრძელება იქნება შესაძლებელი, რა დროსაც იმობილე 36 წლის იქნება…

მისი ანაზღაურება სეზონში 3.5-4 მილიონი იქნება, რასაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება.

გასული სეზონი ფეხბურთელისთვის კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა. მან capocannoniere-ს წოდება მიიღო და იტალიის ბომბარდირობასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მეგოლეც გახდა და ოქროს ბუცი დაიმსახურა.

ჩიროს შეძენა ნაპოლის, ლივერპულს და ბარსელონასაც კი სურდა, თუმცა 30 წლის ფეხბურთელი არწივების ერთგულია და გუნდიდან წასვლას არ აპირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.