Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ცეზარი:“ რატომ დავტოვე ინტერი ?…“

ინტერის ლეგენდარულმა კიპერმა ხულიო ცეზარმა ინტერის დატოვების მიზეზი დაასახელა.

ბრაზილიელი კარის დარაჯი ინტერს კიევოდან 2005 წელს შეუერთდა და ნერაძურის რიგებში შესანიშნავი პერიოდი გაატარა. ის იყო ჟოზე მოურინიოს ლეგენდარული გუნდის ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელმაც 2010 წელს ტრებლის მოგება მოახერხა.

2012 წელს ბრაზილიელი ქვინს პარკ რეინჯერსში გადაბარგდა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო…

„2012 წელს, ინტერში გატარებული 7.5 წლის შემდეგ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მე სხვა გუნდის მაისურს მოვირგებდი.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მე QPR-ს ფეხბურთელი გავხდებოდი, თუმცა ინტერის მხრიდან ჩემს მიმართ დამოკიდებულებამ იმედი გამიცრუა.

„მე კარიერის დასრულება ინტერში მსურდა, თუმცა მათ ჩემი ხელფასის შემცირება მოინდომეს და მე გუნდის დატოვება გადავწყვიტე, ეს ძალიან რთული და სამწუხარო მომენტი იყო.“

ცეზარმა ინტერის რიგებში 300 მატჩი ჩაატარა და ამ პერიოდში 5 სკუდეტო, 3 კოპა იტალია, 4 სუპერკოპა მოიპოვა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.