Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ცვლილებები, რომლებიც იუვენტუსში შესაძლოა მოხდეს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის რიგებში ზაფხულში სერიოზული ცვლილებები იგეგმება, რომელიც პრეზიდენტიდან დაწყებული, სპორტული დირექტორით დამთავრებული, ყველას შეეხება.

ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ ანდრეა პირლო სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს, უკვე ახალი არავისთვის არის და ამ ეტაპზე მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მაქს ალეგრი გახლვთ, რომელიც 2 დღის წინ ტურინში დააფიქსირეს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ალეგრის იუვეში დაბრუნების შემთხვევაში, მის სტაფს იუვენტუსის ყოფილი უკანახაზელი ანდრეა ბარძალი შეუერთდება.

თუმცა, გუნდის მფლობელები იუვენტუსის წარუმატებელ სეზონში მხოლოდ პირლოს არ ადანაშაულებენ.

წყაროს ინფორმაციით, წარუმატებელი სეზონის და სუპერ ლიგის კოლაფსის შემდეგ, გუნდში ანდრეა ანიელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი ალესანდრო ნასი გახლავთ.

სეზონის ბოლოს გუნდთან კონტრაქტები ეწურებათ პაველ ნედვედს, ფაბიო პარატიჩის და მისი გუნდის წევრებს და თუ გუნდში მაქს ალეგრი დაბრუნება, ორივე მათგანი ბიანკონერის რიგებს დატოვებენ.

სწორედ ამ დუეტის მოთხოვნა გახდა 2019 წელს ალეგრის იუვენტუსიდან გაშვების მიზეზი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაქსის დაბრუნების შემთხვევაში, რომელიმე მათგანი იუვეში დარჩეს.

პარატიჩის შემცვლელად იტალიურ მედიაში ნაპოლის სპორტულ დირექტორს კრისტიანო გიუნტოლის განიხილავენ, თუმცა დავიდ ტრეზეგეს სახელმაც არაერთხელ გაიჟღერა, ნედვედის ადგილი კი შესაძლოა ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ დაიკავოს.

ანიელის იუვენტუსიდან წასვლის შემთხვევაში, იუვენტუსმა შესაძლოა ინტერის გენერალური დირექტორის ბეპე მაროტას დაბრუნებაც მოისურვოს.

გათიშვა