Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ცნობილია, რა თანხა დაკარგეს სერია ა-ს გუნდებმა ცარიელი სტადიონების გამო

2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის უცნაური გამოდგა და გამონაკლისი არც ფეხბურთი იყო. უდროო დროს ჩემპიონატის შეწყვეტა, შემდეგ კი განახლება, თუმცა მაყურებლების გარეშე. ცარიელმა სტადიონებმა რთული ფინანსური მდგომარეობის ფონზე გუნდების სიტუაცია უფრო გაართულა.

გარდა მორალური მხარდაჭერისა, გუნდებმა საკმაოდ სოლიდური ფინანსური ზარალი განიცადეს.

იუვენტუსმა, რომელიც თავისი სტადიონის პატრონი თავად არის ყველაზე მეტი – 80 მილიონი ევრო დაკარგა, ინტერმა – 60, მილანმა კი 40 მილიონი ევრო.

მეოთხე ადგილზე რომაა – 38 მილიონით, ატალანტამ და ლაციომ 20 – 20 მილიონი იზარალეს.

სხვა გუნდების სტატისტიკა ასეთია:

ნაპოლი – 17, ფიორენტინა – 15, უდინეზე – 11, ბოლონია – 10, სამპდორია – 7.5, ტორინო – 7, ჯენოა – 7, ვერონა – 7, კალიარი – 6.5, სასუოლო – 6, პარმა – 6, ბენევენტო – 5, კროტონე – 4, სპეცია – 3.