ცნობილია, რა პირობებს სთავაზობს მილანი სიმაკანს
ფრანგული და იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა სტრასბურგის ცენტრალურ მცველთან, მოჰამედ სიმაკანთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
გუშინ მოგახსენეთ, რომ მილანმა ფრანგულ გუნდს 15-მილიონიანი ოფიციალური წინადადებით მიმართა, თუმცა ჯერჯერობით სტრასბურგის პასუხი უცნობია.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, გუნდების შეთანხმების შემთხვევაში 20 წლის ფრანგი ფეხბურთელი მილანთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება სეზონში ბონუსების ჩათვლით 2 მილიონი ევრო იქნება.
ასევე არ შეიძლება შალკეს ოზან კაბაკის დავიწყება, თუმცა გერმანელები მის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს თიხოვენ, რისი გადახდაც მილანს არ სურს.