Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ცნობილია, რა უთხრა მორატამ მსაჯს, რის გამოც ის გააძევეს

გუშინ იუვენტუსმა კიდევ ერთი უსახური შეხვედრა ჩაატარა, თამაშის შემდეგ კი მსაჯმა ტურინელთა ფორვარდი, ალვარო მორატა მოედნიდან გააძევა.

ესპანელმა გოლი გაიტანა და გუნდი დააწინაურა, თუმცა ინძაგის გუნდმაანგარიშის გათანაბრება მოახერხა. თამაშის ბოლოს იყო საეჭვო ეპიზოდი, როდესაც მორატა 11-მეტრიანის დადებას ითხოვდა და მსაჯს უთხრა:“ ეს სამარცხვინო პენალტი იყო“, რის გამოც ის მოედნიდან გააძევეს და ის ტურინულ დერბის გამოტოვებს.