Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ცნობილია, როდის დაუბრუნდებიან მილანს იბრა და ჟირუ

დღეს მილანი სან სიროზე ვენეციას დაუპირისპირდება, მაგრამ როსონერის ჟირუ-იბრას დუეტი ტრავმების გამო ვერც ამ მატჩში დაეხმარება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც აქილევსის მყესის პრობლემა აქვს, სარეაბილიტაციო პროცესს განაგრძობს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ის ჩემპიონთა ლიგის მატჩში სტეფანო პიოლის განკარგულებაში იქნება.

ჟირუს რაც შეეხება, ოლივიეს ზურგის ტკივილი აქვს, მაგრამ ის თავს უკეთესად გრძნობს და სავარაუდოდ სერია ა-ს მომდევნო ტურში სპეციას წინააღმდეგ თამაში უნდა მოახერხოს.