Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ცნობილია, სად გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 ფინალი

UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, თუ სად გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 ფინალური დაპირისპირება.

2022 წლის ფინალს სანქტ-პეტერბურგი, 2023 – სტამბოლი, 2024 – ლონდონი, 2025 კი მიუნხენი უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალი სტამბოლში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონა ვირუსის გამო UEFA-მ ფინალის პორტუგალიაში გადატანა გადაწყვიტა და სტამბოლში გასამართი ფინალი 2 სეზონით გადადო.