Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ცნობილი აგენტი ბეპე რიზო Casa Milan-ს ეწვია…

ცოტა ხნის წინ ცნობილი იტალიელი აგენტი ბეპე რიზო მილანის სათაო ოფისს ეწვია.

რიზო მილანის რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის სანდრო ტონალის, პიეტრო პელეგრის და დანიელე მალდინის აგენტი გახლავთ, ასევე სასუოლოს დავიდე ფრატეზის, რომლის მიმართაც ინტერესს როსონერი უკვე დიდი ხანია იჩენს.

MilanNews-ის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ მხარეებს შორის განხილვის მთავარი თემა სანდრო ტონალის ახალი კონტრაქტი იყოს.