Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ცსკა კასტილეხოს გაფორმებას ცდილობს

მილანის სპორტულმა დირექტორმა რიკი მასარამ დაადასტურა, რომ როსონერი ცსკა-სთან სამუ კასტილეხოს ტრანსფერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მართალია იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ გუნდებს ფეხბურთელების გაყიდვის უფლება მაინც აქვთ, რუსეთში კი სატრანსფერო ფანჯარა 7 სექტემბერს იხურება.

„ცსკა-ს ინტერესი კასტილეხოს მიმართ მართლაც არსებობს, მაგრამ ამ მომენტისთვის მეტს ვერაფერს გეტყვით.“ – განაცხადა მასარამ.

26 წლის ესპანელი ფეხბურთელის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება და მილანს მის სანაცვლოდ 8 მილიონის მიღება სურს.