Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ცსკა-ს მწვრთნელმა ვლაშიჩის გუნდიდან წასვლა დააანონსა ?

მილანი ცსკა-ს 23 წლის შემტევი ნახევარმცველის ნიკოლა ვლაშიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და ფეხბურთელის გუნდიდან შესაძლო წასვლა რუსული გუნდის თავკაცმაც დაადასტურა.

„ვლაშიჩის სიტუაცია ყველამ კარგად იცის. ნიკოლამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას გამოწვევები სურს და დიდ გუნდში უნდა თამაში, ეს ფეხბურთში სავსებით რეალურია.

„მაგრამ ვლაშიჩმა და მისმა აგენტმა უნდა გაიგონ, რომ უფასოდ გუნდს ვერავინ დატოვებს. ნიკოლა ძალიან ძვირი ღირს, მას გამოსასყიდი პუნქტი აქვს და თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე ამ თანხას გადაიხდის, გუნდი ამ ფაქტს მომზადებული შეხვდება.“