Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძაკანის აგენტმა დიდი გუნდებისგან ინტერესი დაადასტურა

ჰელას ვერონას ფეხბურთელის მატია ძაკანის აგენტმა 25 წლის ფეხბურთელის მიმართ გრანდების ინტერესი დაადასტურა და მათ შორის ნაპოლი გამოარჩია.

იტალიელი შემტევი ნახევარმცველის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მისი შესანიშნავი თამაში უყურადღებოთ არ დარჩენიათ და ფეხბურთელის სახელი ბოლო პერიოდში მილანს, ნაპოლის და სხვა რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს. ვერონა მას 15 მილიონ ევროდ აფასებს.

„ძაკანი შესანიშნავად თამაშობს და მისი გაფორმებით რამდენიმე დიდი გუნდი ინტერესდება, მათ შორის ნაპოლი.

„დატოვებს თუ არა ის ვერონას იანვარში არ ვიცი, ეს გუნდის წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ მათ მატია სეზონის ბოლომდე გაუშვან.

„მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და ბევრ გუნდს იანვარში ასეთი დიდი ინვესტიციის განხორციელების საშუალება არ აქვს, თუმცა ნაპოლის ამ თანხის გადახდა ნამდვილად შეუძლია.

„მატიას ვერონა ძალიან უყვარს, თუმცა მისი ოცნება უმაღლეს დონეზე თამაში და იტალიის ნაკრებში მოხვედრაა…“

გათიშვა