Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძაკანი არჩევანს მილანსა და ნაპოლის შორის გააკეთებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მატია ძაკანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არჩევანს მილანსა და ნაპოლის შორის გააკეთებს.

ივან იურიჩის ვერონაში მისვლის შემდეგ, იტალიელი გამთამაშებელი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდათ და 25 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში აქტივში 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემა ჩაიწერა, თუმცა იურიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ, რომელიც მომდევნო სეზონიდან ტორინოს გაწვრთნის, ძაკანის უფრო მაღალი დონის კლუბში სურს გადასვლა.

მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ ვერონას იტალიელი ფეხბურთელის გაყიდვა დაახლოებით 15-20 მილიონის სანაცვლოდ მოუწევს. ნაპოლი და მილანი მის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ, თუმცა არც ერთ გუნდს ვერონასთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.