Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძაკარდო:“ Suning-მა ინტერის ქომაგებს სამომავლო გეგმები აუცილებლად უნდა გააცნოს“

მსოფლიო ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ ინტერის მფლობელებს მოუწოდა, რომ ნერაძურის ქომაგებს გუნდის გეგმების შესახებ განმარტება გაუკეთოს და რომელუ ლუკაკუს გაყიდვის მიზეზი დაასახელოს.

აშრაფ ჰაკიმის გაყიდვის შემდეგ, ნერაძურიმ ქომაგებს პირობა მისცა, რომ ინტერს არც ერთი ლიდერი აღარ დატოვებდა, თუმცა როგორც ჩანს მათი ფინანსური სიტუაცია იმაზე რთულადაა, ვიდრე ჩვენ გვეგონა და მათ კრიზისს რომელუ ლუკაკუ შეეწირება.

„ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ რა პროექტი აქვს გუნდს და არის თუ არა ინტერის კეთილდღეობა Suning-ისთვის პრიორიტეტული. მწვრთნელის და ჰაკიმის გაშვების შემდეგ, გუნდის აშკარა ლიდერის დაკარგვა ინტერს კარგს არაფერს მოუტანს.

„ინტერს შესანიშნავი დირექტორები ჰყავს, რომლებმაც დიდებული გუნდის აშენება და იუვენტუსის ჰეგემონიის დამხობა მოახერხეს, მაგრამ მათ თავისი საქმის გაკეთების საშუალება აშკარად აღარ ეძლევათ.“