Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძაკერონი:“ იბრას თამაშზე მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე რონალდუს“

მილანის, იუვენტუსის და ინტერის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტო ძაკერონიმ განაცხადა, რომ გუნდისთვის იბრა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რონალდუ.

„კარიერაში ძალიან ბევრი ჩემპიონი გამიწვრთნია, ოლივერ ბიერჰოფით დაწყებული, ჯორჯ ვეათი გაგრძელებული და ადრიანოთი დამთავრებული, თუმცა ყოველთვის მსურდა, რომ ჩემს გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი მენახა.

„ის უბერებელი ფეხბურთელია და ვერ გამიგია, თუ რატომ არ აქვს ზლატანს მოგებული Ballon d’Or-ი. ფაქტია, რომ იტალიაში მას უფრო მეტი გავლენა აქვს თამაშზე, ვიდრე რონალდუს.

„უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მისმა მისვლამ ახალგაზრდა ფეხბურთელების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. მას ბევრი გოლი გააქვს, თუმცა ამის გარდა ზლატანი გუნდს მოტივაციას, დავდაჯერებულობას და გამარჯვების წყურვილს მატებს.“