Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძაკერონი:“ ინტერს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ეს ნაპოლის და მილანის სეზონია“

მილანის და ინტერის ყოფილმა მწვრთნელმა ალბერტო ძაკერონიმ სკუდეტოსთვის გამართულ ბრძოლაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ მიმდიანრე სეზონში სკუდეტოსთვის მილანი და ნაპოლი იბრძოლებენ, სხვა გუნდებს კი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურებით მოუწევთ დაკმაყოფილება.

„რა თქმა უნდა, ჯერ დარწმუნებით რაიმეს თქმა ძალიან ადრეა, რადგან მოქმედ ჩემპიონ ინტერს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ და მათ ჩამორჩენის შემცირება შეუძლიათ, მაგრამ ჩემი აზრით ეს ნაპოლის და მილანის სეზონია და გამარჯვებული სწორედ ამ ორს შორის გაირკვევა.“