Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძამბროტა:“ ალეგრის შეუძლია, რომ იუვესთვის მეორე ლიპი გახდეს“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ მაქს ალეგრის იუვენტუსში დაბრუნება შეაფასა.

„ვფიქრობ, რომ მაქს ალეგრი იუვენტუსისთვის სწორი არჩევანია. როდესაც იუვენტუსში მარჩელო ლიპი დაბრუნდა, ჩვენ უამრავი ტიტული მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად გამოვიყურებოდით.

„ალეგრის გრძელვადიანი დასვენების შემდეგ, ყველაფრის ახლიდან დაწყება სურს. მან იუვენტუსი კარგად იცის, იცნობს ფეხბურთელებს და გუნდის ხელმძღვანელობას, მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტურინში კიდევ ერთი კარგი ეპოქა შექმნას.

„იუვენტუსმა ამ სეზონში იტალიის თასი და სუპერ თასი მოიგო, რაც რატომღაც ყველას ავიწყდება. ჩვენ გუნდის პოტენციალი არაერთხელ ვნახეთ და ალეგრის სამუშაოდ საკმაოდ კარგი ბაზა აქვს.“