Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძამბროტა:“ დონარუმამ მთელი ყურადღება მოედანზე უნდა გადაიტანოს, კიეზა ნაკრების ლიდერი გახდება“

ჯანლუკა ძამბროტამ იტალიის შანსები შეაფასა და განაცხადა, რომ ის კიეზასგან გამორჩეულ თამაშს ელოდება.

„ტურნირის პირველი მატჩი ყოველთვის მნიშვნელოვანია და იტალია ვალდებულია, რომ გუნდის ერთობა და ბრძოლის სურვილი პირველივე შეხვედრაში გამოავლინოს. აძურიმ უნდა დაგვანახოს, რომ მათი მიზანი არა უბრალოდ მონაწილეობა, არამედ ფინალში თამაშია.

„იტალიამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი და წარმატებული გზა გაიარა, ისინი ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციაში იწყებენ. ტურნირზე შესაძლოა რამდენიმე გუნდს ოდნავ უკეთესი შემადგენლობა  ჰყავს, მაგრამ აძური უშანსოდ არავისთან არ იქნება.

„შეტევა ? ბოლო წლებში ჩირო იმობილე ყოველთვის გამორჩეულ შედეგებს დებდა, თუმცა ჩვენ არც ბელოტი და კიეზა უნდა დავივიწყოთ, რომლებსაც თავიანთი გოლები ყოველთვის გაჰქონდათ. ვფიქრობ, რომ ფედერიკო კიეზას წინ შესანიშნავი ჩემპიონატი ელოდება. მან იუვენტუსში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა და ნაკრებში იმავეს ველოდები. მას შეუძლია აძურის ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელი გახდეს.

„დონარუმა ? ასაკის მიუხედავად, მას უკვე ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ახლა მან საკლუბო კარიერაში მიმდინარე ცვლილებები მოედანს მიღმა უნდა დატოვოს და მთელი კონცენტრაცია აძურიზე უნდა გააკეთოს.“