ძამბროტა:“ იბრა-ლუკაკუ ? ისინი ვალდებულები არიან, რომ სამაგალითოდ მოიქცნენ…“
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ ლუკაკუ – იბრაჰიმოვიჩის ინციდენტზე გააკეთა კომენტარი.
„ჩვენ იმის ძიებას, თუ ვინ დაიწყო და ვინ გააგრძელა ეს კონფლიქტი, თავი უნდა დავანებოთ.
„ჩემი აზრით, ორივე მათგანი თანასწორად დამნაშავეა. ლუკაკუც და იბრაჰიმოვიჩიც დიდი ჩემპიონები არიან და ისინი სხვებისთვის სამაგალითოდ უნდა იქცეოდნენ.“
შეგახსენებთ, რომ დღეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ ინციდენტზე გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.