Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძამბროტა:“ კიეზამ ძალიან გამაკვირვა“

ჯანლუკა ძამბროტას აზრით, ბერნარდესკის მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია და მისი თქმით, კიეზას თამაშის ფორმით გაკვირვებულია.

ძამბროტა კარიერას მარცხენა გარემარბის პოზიციაზე იწყებდა, თუმცა მარჩელო ლიპიმ ის იუვენტუსში მარცხენა მცველად აქცია.

„როდესაც გუნდში მაურო კამორანეზი მოვიდა, ვიცოდი, რომ მე ძალიან გამიჭირდებოდა და ამიტომ ლიპის იდეას გავყევი.

„დაცვაში თამაში რთული არ ყოფილა, მაგრამ ყველაზე დიდი გამოწვევა მარცხენა ფეხით თამაშის განვითარება გახდა.

„ყოველი სამწვრთნელო სეიის შემდეგ, მე მოედანზე ვრჩებოდი და დამატებით 30 წუთი ვვარჯიშობდი.

„შეუძლია თუ არა ბერნარდესკის იგივე ნაბიჯების გავლა ? თუ თავად ამის სჯერა, მას ყველაფერი აქვს, რომ შესანიშნავი მარცხენა მცველი გახდეს.

„როგორც პირლომ თქვა, მას აქვს ტექნიკა და ძალა, რომელთა გამოყენებაც უკანახაზიდან შეუძლია და მან ეს სპეციასთან და ლაციოსთან მატჩებში დაადასტურა.

„კიეზა ? სიმართლე რომ გითხრათ, მისგან ასეთ შესანიშნავ თამაშს არ ველოდებოდი. მას შესანიშნავი შინაგანი ძალა აქვს, ერთი-ერთზე კარგად თამაშობს და ბევრ გოლსაც იტანს. ჩემი აზრით, ეს მისი მაქსიმუმი არ არის.

„რონალდუ ? ბოლო პერიოდში მას ბევრი კრიტიკა ერგო, ზოგჯერ გადაჭარბებულიც კი, მაგრამ ეს ნორმალურია. ასეთ დიდ ჩემპიონებს ყოველთვის ბევრი კომპლიმენტი ხვდებათ, მაგრამ როდესაც ისინი თამაშს ჩააგდებენ, კრიტიკაც ძალიან დიდია.

„ჩემი აზრით, ის იუვენტუსში უნდა დარჩეს და ჩემპიონთა ლიგაზე ბედი კიდევ ერთხელ უნდა სცადოს.“

გათიშვა