Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძამბროტა:“ მილანი დონარუმასთან მიმართებაში სწორად მოიქცა“

ჯანლუკა ძამბროტამ Sky Sport-თან საუბრისას ჯანლუიჯი დონარუმას სიტუაცია შეაფასა.

„ვფიქრობ, რომ ძლიერი მეკარე გუნდში სხვაობას ქმნის. კარგი კიპერი სეზონში 25-30 გოლს უდრის.

„ჯიჯო შესანიშნავი კარის დარაჯია, რომელსაც ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მალდინი-მასარას დუეტი სწორად მოიქცა. მათ ამ ნაბიჯით ყველას დაანახეს, რომ მილანი ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას.

„როსონერიმ ყველაზე ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მათ კარგი სეზონი ჰქონდათ, როსონერი დაბრუნდა იქ, სადაც ის რეგულარულად უნდა თამაშობდეს და იმედი მაქვს, რომ ეს გუნდის აღზევების დასაწყისი იქნება.“

გათიშვა