ძამბროტა:“ მილანმა პირველი ადგილი დაიმსახურა“
ლეგენდარული ჯანლუკა ძამბროტას აზრით, მილანმა სატურნირო ცხრილში 1 ადგილი დაიმსახურა.
„მილანი პირველ ადგილზე სრულიად დამსახურებულად იმყოფება. მათ სეზონის პირველ ნახევარში ყველაზე სტაბილური თამაში აჩვენეს და მიღებული შედეგი სავსებით ლოგიკურია.
„ნათელია, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება. იუვენტუსი, ინტერი და მილანი ფავორიტები არიან, მაგრამ ჩემი აზრით არც რომას დავიწყება შეიძლება.“