Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძამბროტა:“ ტონალის გამოცდილება DNA-ში აქვს“

ჯანლუკა ძამბროტამ სანდრო ტონალიზე ისაუბრა.

„20 წლის ასაკში მისი თამაშის ყურების დროს ისეთი გრძნობა მრჩება, რომ მას გამოცდილება სისხლში აქვს. მისი ‘სიმწიფე’ ასეთ ასაკში საოცარია.

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის ბრეშადან გადავიდა, სადაც სრულიად განსხვავებული სამიზნეები ჰქონდა. პროვინციული გუნდიდან მსოფლიო დონის გრანდში გადახვიდე და კამპ ნოუს და სან სიროს მსგავს სტადიონზე ითამაშო, მარტივი არ არის და ამას ძალიან დიდი მენტალური სიძლიერე სჭირდება, თუმცა საბედნიეროდ ის მზად აღმოჩნდა.

„ტონალის და ბენასერის დუეტი უძლიერესი გახდება. კესი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ტონალი – ბენასერი გუნდის საუკეთესო დუო გახდება.“