Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტიმ ალვარესის მიმართ ინტერესი დაადასტურა

გასული კვირეების განმავლობაში რივერ პლეიტის ტალანტის ხულიან ალვარესის სახელი იტალიურ გრანდებს არაერთხელ დაუკავშირეს და მათგან ერთ-ერთი ინტერი გახლავთ.

არგენტინელი ფორვარდის მიმართ ინტერესი ნერაძურის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ პირადად დაადასტურა.

„არგენტინელი, რომლის ხილვასაც მე ინტერში ვისურვებდი ? დღეს კონკრეტულად ერთი სახელის თქმა უადგილო იქნებოდა, ჩვენი სპორტული დირექტორი არგენტინაში იმყოფება, რომ იქ არსებული ძალიან დიდი ტალანტიდამ საინტერესო ვარიანტები ამოარჩიოს.

„რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლის მიმართ ინტერესი არსებობს, ხულიან ალვარესია, რომელიც ასაკის მიუხედავად დიდებულ სეზონს ატარებს, მაგრამ ალვარესის გარდა არგენტინაში, ბრაზილიასა და ურუგვაიში ძალიან დიდი ტალანტია, რომელსაც აღმოჩენა სჭირდება.“