Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტი:“ დირექტორობა იმაზე დამღლელია, ვიდრე ფეხბურთელობა…“

ინტერის ვიცე-პრეზიდენტის და ნერაძურის ლეგენდარული ფეხბურთელის ხავიერ ძანეტის თქმით, გუნდის ხელმძღვანელობაში ყოფნა იმაზე უფრო დამღლელი სამუშაოა, ვიდრე ფეხბურთელობა იყო.

„დირექტორობა ფეხბურთელობაზე გაცილებით დამღლელი და მოთხოვნადი პროფესიაა. როდესაც მოედანზე ხარ, ფეხბურთელი ადრენალინის დახმარებით საქმეს გაცილებით მარტივად უმკლავდები, გუნდის ხელმძღვანელობაში ყოფნა კი სულ სხვა მიდგომას მოითხოვს.

„გუნდის ხელმძღვანელობაში ყოფნა ნიშნავს, რომ თითოეული ნაბიჯი ბევრჯერ უნდა აწონ-დაწონო და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ასეთ დროს შენ კვირაში შვიდი დღე გიწევს მუშაობა, რადგან ნებისმიერი არასწორი გადაწყვეტილება შესაძლოა გუნდს ძვირი დაუჯდეს და მოდუნების საშუალება ფაქტობრივად არ გავქს.“