Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძანეტი:“ ვიდალი შესანიშნავი ფეხბურთელია, ლაუტაროს თაობაზე მოლაპარაკებებს არც ერთ გუნდთან არ ვაწარმოებთ“

ინტერის ლეგენდამ და გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ არტურო ვიდალის და ლაუტარო მარტინესის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ვიდალი? მას არაჩვეულებრივი მახასიათებლები აქვს და შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ჯერჯერობით ის ბარსელონას ფეხბურთელია.

„ლაუტარო მარტინესმა ინტერში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ის ნაკრებშიც კი მოხვდა. არგენტინელებს გაუმართლათ, რადგან მათ ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა დიდი ხნის მანძილზე აღარ ექნებათ. გადავა თუ არა ის ბარსაში? ჩვენ მის თაობაზე არც ბარსასთან და არც სხვა რომელიმე გუნდთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ.

„მესი? პანდემიამ ყველა გუნდს დიდი დარტყმა მიაყენა, რის გამოც ნერაძურის იმის ფინანსები არ აქვს, რომ მესიზე იფიქროს. ჩემი აზრით, ის სწორად მოიქცა, რომ ბარსაში დარჩა, რადგან კატალონია მისი სახლია, თუმცა ლეო სადაც არ უნდა წავიდეს, ის ყველგან გამორჩეული იქნება, რადგან მესი ფენომენია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.