Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტი:“ იმედი გვაქვს, რომ ახალი სტადიონის აშენების ნებართვას უმოკლეს დროში მივიღებთ“

ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ მილანის და ინტერის ახალი სტადიონის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ორივე გუნდისთვის ახალი სტადიონი სასიცოცხლოდ მნისვნელოვანია. ქალაქის მერთან გამართულ ბოლო შეხვედრაზე პოზიტიური საუბარი გაიმართა, ბეპე სალა კომპეტენტურ ადამიანებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პროექტის დაწყების უფლებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ, რადგან ჩვენ ამ თემაზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ.

„ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ ტოლ-სწორად თამაშს, თუ ფინანსურად მათსავით ძლიერები არ ვიქნებით, ამისთვის კი ახალი ინფრასტრუქტურაა საჭირო, რაც გუნდების წლიურ შემოსავალს სტადიონიდან მინიმუმ გაასამმაგებს.“