Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტი:“ ინტერი ერთი დიდი ოჯახია“

ხავიერ ძანეტის თქმით, ინტერი ერთი დიდი ოჯახია და ის ამაყობს, რომ 2010 წელს ლეგენდარული ტრებლის დროს გუნდის კაპიტანი იყო.

„როდესაც ჩვენ ტრებლი გავიფორმეთ, ეს თითოეული ჩვენგანისთვის ოცნების ახდენა იყო.

„ეს როგორც ჩემთვის, ასევე მთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი იყო და საბოლოო გამარჯვებამდე ჩვენ ძალიან ბევრი და რთული წინაღობის გადალახვა მოგვიწია.

„ჩვენ პირველ რიგში კარგი კაცები ვიყავით, შემდეგ კი კარგი ფეხბურთელები და როდესაც ამდენი ძლიერი ადამიანი ერთი მიზნისთვის იბრძვის, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

„ამაყი ვარ, რომ იმ დიდებული გუნდის კაპიტანი ვიყავი,  ეს ჩემს კარიერაში გამორჩეული გამოცდილება იყო და ინტერის გულშემატკივრების უზომო სიყვარულს იმ სეზონის შემდეგ ახლაც ვგრძნობ.

„ინტერი ჩემთვის ოჯახი არის და ჩემს გულში გუნდს ყოველთვის ძალიან დიდი ადგილი ექნება.“