Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტი:“ ინტერი სერიოზულ ფინანსურ პრობლემებშია…“

ხავიერ ძანეტიმ ინტერის ფინანსურ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სუპერ ლიგა შეცდომა იყო.

„ჩვენ სერიოზული ფინანსური პრობლემები გვაქვს, მაგრამ ეს უფრო მწვავე სეზონის მსვლელობისას იყო და გუნდის გაყიდვა შუა სეზონში სერიოზულად განიხილებოდა, თუმცა ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ჩვენ არ ვყოფილვართ.

„ახლა შედარებით სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ ჩვეულ სიტუაციაში დასაბრუნებლად მინიმუმ 2-3 წელი დაგვჭირდება. აუცილებელია, რომ ქომაგები სტადიონებზე დაბრუნდნენ და სპონსორები ბედნიერები იყვნენ.

„სიტუაცია მართლაც რთულია და ჩვენ ისეთი გამოსავალი უნდა ვნახოთ, რომელიც როგორც სპორტულ, ასევე ტექნიკურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„სუპერ ლიგა ? მან დიდი ხანი ვერ გასტანა და ქომაგებმა თავიანთი პოზიცია ნათლად დააფიქსირეს. გულშემატკივრები ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილია და მათ წინააღმდეგ წასვლას არ ვაპირებთ.

„ეს შეცდომა იყო, რომლისგანაც ჩვენ საჭირო დასკვნები გამოვიტანეთ. იმედი მაქვს, რომ FIFA და UEFA პრობლემით დაინტერესდება და გუნდის წარმომადგენლებს უფრო ყურადღებით მოუსმენს.“

გათიშვა