Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტი:“ კონტე შესანიშნავ შედეგს დებს…“

ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ ანტონიო კონტეს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევასთან ახლოს ვართ და ახლა ბოლო ნაბიჯი უნდა გადავდგათ. მე და ინტერის ხელმღძვანელობა გუნდის მუშაობით ბოლო 2 წელიწადში ძალიან კმაყოფილები ვართ.

„გუნდში კონტეს მოყვანა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ის გამორჩეული სპეციალისტია და რასაც მან ამ 2 სეზონში მიაღწია, უბრალოდ გამაოგნებელია. პანდემიის გამო ჩვენ, როგორც სხვა გუნდებმა ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ანტონიომ გუნდის დახმარებით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.“