Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტი:“ კრის, ინტერი ყოველთვის შენი სახლი იქნება“

ინტერის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი კრისტიან ერიქსენს გამოემშვიდობა, რომელმაც გუნდთან კონტრაქტი გუშინ ოფიციალურად გაწყვიტა.

„შენი ღიმილი, შენი ელეგანტურობა, შენი აზროვნება, კლასი და ღირებულებები, დიდებული ადამიანი და პროფესიონალი.

„კონტრაქტი ინტერსა და შენს შორის გაწყდა, თუმცა ერიქსენსა და ნერაძურის შორის არსებული სიყვარული და პატივისცემა გუნდის მილიონობით ქომაგის მხრიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით არასოდეს დასრულდება.

„თითოეული ინტერისტას სახელით კარიერაში და ცხოვრებაში წარმატებებს გისურვებ, შენ ამას იმსახურებ და იცოდე, რომ ინტერი ყოველთვის შენი სახლი იქნება.“