Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტი:“ ლაუტარო ინტერში ბედნიერია“

იტალიურ მედიაში ლაუტარო მარტინესის ინტერიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები არ წყდება, მაგრამ ნერაძურის ვიცე პრეზიდენტის ხავიერ ძანეტის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, არგენტინელი გუნდის დატოვებას არ აპირებს.

„ლაუტარო მარტინესისადმი გაზრდილი ინტერესი გასაკვირი არ არის, რადგან ის უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, რომელსაც წინ შესანიშნავი კარიერა ელოდება, მაგრამ ის ინტერისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდის პროექტში და აქ ლაუტარო ბედნიერია.”