Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტი:“ რთული ჯგუფი, მაგრამ ჩვენ ბრძოლა შეგვიძლია, ტრანსფერი დაცვაში ?…“

ინტერის ლეგენდამ ხავიერ ძანეტიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები შეაფასა (იხილეთ აქ).

„ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, რომელიც ჩემპიონებით არის სავსე და მათ წინააღმდეგ თამაშისას მოგვიწევს, რომ ფორმის პიკში ვიყოთ, მაგრამ ჩვენ გასულ წელს ლივერპულის წინააღმდეგ ყველას დავუმტკიცეთ, რომ ამ დონეზე სათამაშოდ მზად ვართ.

„ჩვენ ბაიერს და ბარსელონას დიდ პატივს ვცემთ, ორივე უდიდესი ისტორიის მქონე გუნდია, მაგრამ ინტერი მათთან სათაამშოდ მზად იქნება.

„რომელთან უფრო რთული იქნება თამაში ? ვფიქრობ, რომ ბაიერნი ამ მომენტისთვის უფრო რთული მეტოქეა. ისინი ბუნდესლიგაში უკვე წლებია დომინირებენ და ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავად ასპარეზობენ.

„ბარსამ ჩავისთან ერთად ბალანსი იპოვნა და მათ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ძლიერი ფეხბურთელები დაიმატეს, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ინტერი მათთან საბრძოლველად მზად იქნება.

„ტრანსფერი დაცვის ხაზში ? ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ინძაგის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. გუნდი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ.“