Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტი:“ სერია ა-ს დამსახურებულად ვლიდერობთ“

ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა ანტონიო კონტე შეაქო და განაცხადა, რომ ინტერი სერია ა-ს სათავეში ყოფნას იმსახურებს.

„სერია ა ძალიან რთულია, წინ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი და ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ტემპი დავაგდოთ.

„მჯერა, რომ კონტე გუნდთან ერთად შესანიშნავად მუშაობს და მათ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა შეუძლიათ.

„ჩვენ ჯერ თავგადასავლის დასაწყისში ვართ და ახლა გუნდის მთავარი ამოცანა სტაბილურობის ჩვენება და დასახული მიზნის მიღწევაა, სამომავლო გეგმებზე კი სეზონის ბოლოს ვიმსჯელებთ.

„რა შეცვალა ლიგიდან იუვეს გამოვარდნამ ? ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე და ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ, ახლა მთავარი საზრუნავი ინტერისთვის ტორინოსთან მატჩია.

„რონალდუ ? როდესაც ასეთი გამორჩეული ფეხბურთელები ლიგაში მოდიან, ეს არა მარტო კონკრეტული გუნდის, არამედ მთელი ჩემპიონატის დონეს წეს.

„მესი ინტერში ? მე ახლა ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ლეო ბარსელონას ფეხბურთელია და ჩვენ მის კონტრაქტს პატივი უნდა ვცეთ.

„ახლა ჩვენ იმ ფეხბურთელებზე ვართ კონცენტრირებულები, რომლებიც ჩვენს შემადგენლობაში ირიცხებიან.

„ჩემი აზრით, მესი ბარსელონაში ბედნიერია და ის იქ დარჩება.

„ლუკაკუ ? მან ინტერში გადმოსვლის შემდეგ წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა. ის ძალიან ღია ადამიანია, რომელიც ყველას ეხმარება.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონტეს და გუნდის დაუღალავი შრომით ინტერი სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნას იმსახურებს და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე ადგილს შევინარჩუნებთ.“