Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძანეტი:“ შემადგენლობის გასაძლიერებლად ფეხბურთელების გაყიდვა მოგვიწევს“

ინტერის ლეგენდამ და ვიცე-პრეზიდენტმა გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მესი? ჩვენ მისი გაფორმების საშუალება არ გვაქვს და ვფიქრობ, რომ პანდემიის შემდეგ ასეთ ტრანსფერს ვერც ერთი გუნდის ფინანსები ვერ გაუძლებს.

„ჩვენ ანტონიო კონტესთან ამბიციური პროექტი დავიწყეთ და იმის მიუხედავად, რომ ტიტულის მოგება ვერ მოვახერხეთ, შედეგები მაინც ძალიან პოზიტიურია. გუნდის გაძლიერებაზე რა თქმა უნდა ვფიქრობთ, თუმცა პირველ რიგში ფეხბურთელების გაყიდვა მოგვიწევს.

„დაწყებული პროექტის განვითარებაზე მუშაობა აუცილებელია და მიღწეულ შედეგებზე გაჩერება არ შეიძლება. ჩვენ სერია ა-ში მეორე ადგილი დავიკავეთ, ევროპა ლიგაზე კი ფინალში გავედით, მომავალ სეზონში კი უფრო კარგი შედეგებისთვის ვიბრძოლებთ.

„ვყიდით თუ არა ლაუტაროს? არა. მარტინესი ძალიან მონდომებულია და ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ინტერს და არგენტინას მისი სახით შესანიშნავი ცხრიანი ეზრდება.

„ბარსელონას ინტერესი ? ჩვენ ძალიან ძლიერი ფეხბურთელის შესახებ ვსაუბრობთ, აქედან გამომდინარე მის მიმართ ინტერესი სრულიად ნორმალურია, თუმცა ლაუტარომ იცის, რომ ის უკვე დიდი გუნდის წევრია. მე მას თითქმის ყოველ დღე ვხედავ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლაუტარო ინტერში ბედნიერია.

„ის გუნდის აწმყო და მომავალია და ბასტონისთან, ბარელასთან, სენსისთან, ლუკაკუსთან და დანარჩენ გუნდთან ერთად მომავალში ბევრ წარმატებას მიაღწევს.“

ძანეტიმ ინტერში თამაშის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ 19 წლის განმავლობაში, რაც მან გუნდში გაატარა, მისი შეძენა არაერთ გრანდს სურდა.

„სხვა გუნდში გადასვლის შესაძლებლობა ძალიან ბევრჯერ მქონდა, თუმცა ჩემი აზრით ფეხბურთელმა ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს გულს უნდა მოუსმინოს. ინტერში თავს ყოველთვის ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში და წასვლაზე არასოდეს მიფიქრია და მადლობა ღმერთს, რომ კარიერის ნერაძურიში გატარების საშუალება მომეცა.

„როგორ მოვახერხეთ ლაუტაროს გაფორმება? ლაუტაროს ინტერში გადმოსვლაში ძალიან დიდი წვლილი მილიტოს მიუძღვის, სწორედ მისი სიტყვა აღმოჩნდა გადამწყვეტი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.