Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტი:“ ჩვენი გამარჯვება 2 წლის წინ დაიწყო“

MILAN, ITALY - OCTOBER 20: Javier Zanetti of FC Internazionale Milano celebrates scoring the first goal during the UEFA Champions League group A match between FC Internazionale Milano and Tottenham Hotspur at Stadio Giuseppe Meazza on October 20, 2010 in Milan, Italy. (Photo by Claudio Villa/Getty Images)

ინტერის ლეგენდამ ხავიერ ძანეტიმ სკუდეტოს მოპოვების შემდეგ გუნდს ინსტაგრამის მეშვეობით მიულოცა.

„ჩვენი გამარჯვების ისტორია ორი წლის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც კონტემ და მისმა სტაფმა Appiano Gentile-ს კარიბჭეში შემოაბიჯეს.

„მათ უმაღლესი დონის მუშაობის კულტურა მოიტანეს, დაიწყეს გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტის შენება და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ განევითარებინათ გუნდი როგორც ტაქტიკურად, ასევე ფიზიკურად და მენტალურად.

„გუნდმა არჩეული გზა შესანიშნავად გაიარა, უდიდესი პროფესიონალიზმით და გზად შეხვედრილ ძალიან ბევრ დაბრკოლებას თავი შესანიშნავად გაართვა. მათ გუნდის პროექტში რწმენა არასოდეს დაუკარგავთ.

„სკუდეტო ინტერის თითოეული წევრის დაუღალავი შრომის შედეგია, თქვენ გუნდის ისტორიაში უმნიშნელოვანესი გვერდი დაწერეთ, რითიც მილიონობით გულშემატკივარი გაახარეთ.

„გულშემატკივრები, რომლებიც ბოლო წლებში წარუმატებელი სვლის მიუხედავად, ჩვენ არასოდეს მივუტოვებივართ და მათ მხარდაჭერას ყოველთვის ნათლად ვგრძნობდით.

„როგორც გუნდის ვიცე-პრეზიდენტი, მე კარგად ვიცი, თუ რამდენად რთული იყო ფინიშის ხაზის გადაკვეთა.

„სწორედ ამიტომ, მე მინდა ჩემი გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ამ შესანიშნავი თავგადასავალის მონაწილე მეც გამხადეთ.

„გუშინ, დღეს, ხვალ, ყოველთვის FORZA INTER.”

გათიშვა