Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ძანეტი:“ ძალიან დაბალანსებულ ჯგუფში მოვხვდით“

ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგები შეაფასა. შეგახსნებეთ, ინტერის ჯგუფში მადრიდის რეალი, შახტარი და გლადბახი მოხვდნენ.

„ძალიან დაბალანსებული გუნდია, თუმცა ჩვენ ჩვენს სიტყვას ვიტყვით. საქმე მარტო რეალს არ ეხება, დანარჩენი გუნდებიც ძალიან ძლიერები არიან და არც ერთი მატჩი ადვილი არ იქნება.

„ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული ტურნირია და დიდი აზრი აქვს, თუ როგორ ფორმაში შეხვდება გუნდი ჩემპიონატის სტარტს. იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის ფორმის პიკზე ვიქნებით.“