Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანეტი:“ ჯგუფიდან გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ შახტართან მატჩი შეაფასა და ჯგუფიდან გასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დამსახურებული გამარჯვების მოპვოება მოვახერხეთ და პლეი-ოფში ადგილი გავინაღდეთ. მინდა ინტერის თითოეულ ქომაგს, რომლებიც ამ რთული წლების განმავლობაში ჩვენს მხარდაჭერას არ წყვეტდნენ, დიდი მადლობა გადავუხადო.

„ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა ამდენი წლის შემდეგ კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ ჩვენ განვითარების სწორ გზაზე ვართ და ნელ-ნელა იმ დონეზე ვბრუნდებით, სადაც რეალურად ინტერის ადგილია.

„ეს ჩვენი სეზონის პირველი მიზანი იყო, თუმცა წინ ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ამიტომ ახლა მოდუნების უფლება არ გვაქვს.“