Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლომ ვარჯიში უვკე დაიწყო…

რომა სეზონისთვის მოსამზადებელ ვარჯიშებს ჟოზე მოურინიოსთან და მის სტაფთან ერთად 10 ივლისს დაიწყებს, მაგრამ ჯალოროსის და იტალიის ნაკრების ერთ-ერთი უდიდესი ტალანტი ნიკოლო ძანიოლო მოედანს უკვე დაუბრუნდა და ვარჯიში დაიწყო.

2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის ურთულესი გამოდგა, მაგრამ ძანიოლოსთვის, როგორც ახალგაზრდა ტალანტისთვის, ეს წელი ორმაგად წარუმატებელი აღმოჩნდა. მას ორივე მუხლზე ურთულესი ოპერაციის გაკეთება მოუწია და მთელი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე მატჩი ჩაატარა.

საბედნიეროდ ცუდი პერიოდი უკვე წარსულს ჩაბარდა და ძანიოლომ ექიმებისგან სრული დატვირთვით ვარჯიშის უფლება მიიღო, ამიტომ ის ტრიგორიას ბაზას დაგეგმილზე 2 კვირით ადრე დაუბრუნდა და 21 წლის ტალანტი მომდევნო სეზონისთვის მზადებას შეუდგა.