Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძანიოლომ კორონა ვირუსი დაამარცხა

რომას და იტალიის ნაკრების ვარსკვლავმა ნიკოლო ძანიოლომ კორონა ვირუსი დაამარცხა.

21 წლის ფეხბურთელს, რომელიც მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო გადის, კორონა ვირუსი იანვრის დასაწყისში დაუდასტურდა, თუმცა მან დღეს ინსტაგრამის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან კორონა ვირუსი დაამარცხა.

მოსალოდნელია, რომ ძანიოლო მოედანს მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში დაუბრუნდება.