ძანიოლომ პრემიერ ლიგის გუნდები უარით გაისტუმრა და მხოლოდ მილანის კანდიდატურას განიხილავს…
არაერთი იტალიური წყაროს ცნობით, ნიკოლო ძანიოლომ მისი ტრანსფერით დაინტერესებული ყველა ინგლისური გუნდი უარით გაისტუმრა და მხოლოდ მილანში გადასვლას განიხილავს.
ნიკოლოს ტრანსფერზე ბოლო დღეებში ყველაზე მეტად ბორნმუთი ინტერესდებოდა და ჯალოროსის მოთხოვნილი თანხის გადახდის წინააღმდეგიც არ იყო, თუმცა მათ ფეხბურთელის დარწმუნება ვერ მოახერხეს.
დანიელე ლონგოს ინფორმაციით, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ძანიოლომ სეზონის ბოლომდე რომას რიგებში გაატაროს, ზაფხულში კი რომელიმე იტალიურ გუნდს შეუერთდეს.